„გამომძიებელმა რეპორტიორმა“ ე.წ. კანიბალიზმის საქმის გამოძიებაზე მუშაობა დაასრულა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ჟურნალისტური გამოძიების პროექტმა „გამომძიებელმა რეპორტიორმა“ დაასრულა მუშაობა საუკუნის უპრეცედენტო ფაქტის გამოძიებაზე.
2016 წლის 19 ოქტომბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, რომელსაც კანიბალიზმის ნიშნებიც ერთვოდა. საზოგადოება მოუთმენლად ელის გამოძიების შედეგებს, რადგან გადაცემის ავტორებმა რამდენჯერმა გაავრცელეს ინფორმაცია სოციალური მედიით, რომ მიაკვლიეს სრულიად ახალ რეალობებს,რომ ამ რეალობებმა შესაძლოა ძიების საქმე გადაატრიალოს.
„გამომძიებელ რეპორტიორი“ ადასტურებს, რომ აქამდე უცნობ ფაქტებზე მოუხდებათ ფილმში საუბარი. მათ აღმოაჩინეს ახალი ნივთმტკიცებები და აქამდე უცნობი პირის მონაწილეობის ვარაუდის საფუძვლები. ე.წ. კანიბალების საქმის ჟურნალისტური გამოძიება, ორშაბათს, 29 მაისს, 22: 30 საათზე გავა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები