სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა ბიოუსაფრთხოების რისკის შეფასების შესახებ სწავლება გაიარეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა ბიოუსაფრთხოების რისკის შეფასების შესახებ სამდღიანი ინტენსიური სწავლება გაიარეს. მოწვეულმა ტრენერმა, ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა სტივ რორერმა როგორც თბილისის, ისე რეგიონული ლაბორატორიის თანამშრომლებისათვის მასტერკლასი ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ ჩაატარა. შეხვედრაზე მონაწილეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და დამსწრე პირებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ბიოლოგიურ ანგეტებთან მუშაობის დროს რისკის შეფასების შესახებ. ასევე, შეხვედრაზე ზოგადი ბიოუსაფრთხოების საკითხები და ბიოლოგიური ნარჩენების მართვის პროცედურები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. სწავლება რისკის მართვის შესახებ ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას მოიცავს, ბიორისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ. აგრეთვე, ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ.
უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და სრულ მზადყოფნაში არიან ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები