გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს ინიციატივით პოდიუმ-დისკუსია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს ინიციატივით, თემაზე – ეკონომიკური ზრდა და ბუნებრივი რესურსები პოდიუმ-დისკუსია გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა, სადაც გარემოს დაცვისა და ეკონომიკის ექსპერტთან პავენ სიხდევთან ერთად იმსჯელეს თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის სერვისებმა მათი ეკონომიკური ღირებულების თვალსაზრისით.
კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, გარემისდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები