უწმინდესმა ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოციქულთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა. იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. დღესაც ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელიც უხილავად ჩვენთან არს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა სასუფეველში ” – აღნიშნა ილია მეორემ.
ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა უფლის ამაღლების სახელობის ტაძრის სამღვდელოება თავდადებული მსახურებისთვის დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები