სალომე კორკოტაშვილი უიტნი ჰიუსტონის პროდიუსერის მიწვევით ამერიკაში ბრუნდება
მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ამერიკაში ბრუნდება. ამის შესახებ მან ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა:
„დღეს ჩემთვის უბედნიერესი დღეა, იმიტომ რომ Tony Coluccio მომწერა და მიმიწვია თავის სტუდიაში, ნიუ-იორკში. ეს პროდიუსერი მუშაობდა ჩემს საყვარელ არტისტებთან ერთად: Whitney Houston, Michael Jackson, Celine Dion, Janet Jackson, Cindy Lauper“, – წერს მომღერალი.
ახალგაზრდა მომღერალი ცოტა ხნის წინ აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც პრესტიჟულ სტუდიაში რამდენიმე სიმღერა ჩაწერა და მაღალი დონის პროფესიონალებთან ერთად იმუშავა. ახლა კი მორიგი შეთავაზება მიიღო.