„სტარტაპ საქართველომ” ღია კარის დღე გამართა

„სტარტაპ საქართველოს“ ღია კარის დღე ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა, რომელშიც პროგრამის კოორდინატორების გარდა, გამარჯვებულმა სტარტაპერებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დაინტერესებული პირების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
პროგრამის კოორდინატორებმა პოტენციურ აპლიკანტებს კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ შეკითხვებს გასცეს პასუხი.
„სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, აქედან 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული პროექტების ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარი იდეების განხორციელებაზე.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 03 31 23
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას” მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო” მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.
„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები