17 ივნისს, სიღნაღში ქართული პროდუქციის ფესტივალი – „გურმან ფესტი 2017“ გაიმართება

17 ივნისს, სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე უკვე მესამედ ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირის, და სხვა სახის პროდუქტების შეთავაზება როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე ადგილობრივი საზოგადოებისთვის.
ფესტივალი შაბათს, 17 ივნისს, სიღნაღის ცეტრალურ მოედანზე დღის 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. ღონისძიებისათვის, სპეციალურად მოწყობილ დახლებზე მოეწყობა პროდუქციის დეგუსტაცია-გაყიდვა. სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ სუვენირები, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული მუსიკის კონცერტი, ასევე სპეციალურად ბავშვებისათვის გაიმართება გასართობი პროგრამაც.
წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ქ. სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა KAR.GE.
ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ხელოვნების სფეროში, ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია „არტიარდ კო“.
(დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის მენეჯერებს: ნანა შონიას 5 77 50 71 75 და ნინო ყურაშვილს 5 77 20 11 20.)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები