C ჰეპატიტის პროგრამით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც ისარგებლებენ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებენ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე, C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 38 000 -მდე ბენეფიციარი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 37 500-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი 29 000ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები