„ღამე მუზეუმში“ – სალონური შეხვედრა გაიმართება

27 მაისს, 21:00 საათზე,  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში სალონური შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა კამპანიის ,,ღამე მუზეუმში” ფარგლებში ჩატარდება.
სალონური შეხვედრაზე გაცოცხლდება რომანტიზმის სალონური შეხვედრები, პოეზია, პროზა და მუსიკა. გაიმართება კოსტიუმირებული პერფორმანსი და საგანმანათლებლო შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნების მუზეუმში გამოფენილ ეკატერინე ჭავჭავაძის სამკაულთან.
21:00–01:00 საგანძურის დათვალიერება (ქრისტიანული ხანის ჭედური ხელოვნება და ეკატერინე ჭავჭავაძის სამკაული);
21:00–23:00 თემატური საგანმანათლებლო აქტივობები ბავშვებისთვის;
22:00–00:00 საფორტეპიანო კონცერტი – ,,რომანტიზმი მუსიკაში“;
22:00–კოსტიუმირებული პერფორმანსი – XIX საუკუნის სალონური შეხვედრები (მუსიკალური ნომრები, პოეზია);
22:30–23:00 სავიოლინო კონცერტი პერფორმანსის ელემენტებით მუზეუმის აივანზე.

27 მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.
აქციას „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.
აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები