დორის ლესინგის რომანის – „ზაფხულის მწუხრის წინ“ წარდგენა გაიმართება
26 მაისს, 17:45 საათზე, „თბილისი ექსპოჯორჯიაში“ დორის ლესინგის რომანის „ზაფხული მწუხრის წინ“ ახალი თარგმანის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნის წარდგენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება.
რომანს, რომელიც „ინტელექტმა“ გამოსცა და ინგლისურიდან მაია ცერცვაძემ თარგმნა, პავილიონის მთავარი სცენა დაეთმობა.
გარეკანის დიზაინერია თეონა ჭანიშვილი, დამკაბადონებელი – ვიოლა ტუღუში.