თბილისის შემოვლითი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება

თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს. პრემიერის განცხადებით, ეს ამავდროულად იქნება მლეთა-კობის მონაკვეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული გზის დასაწყისი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„დღეს უკვე პროექტირებისა და დიზაინის მომზადების პროცესშია ძალიან ბევრი პროექტი. მოგეხსენებათ, წელს ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომავალ წელს შარშანდელი მონაცემების თითქმის გაორმაგება იგეგმება და ვფიქრობთ, ეს მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით. მომავალი წლის გაზაფხულიდან ერთდროულად ჩაირთვება ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა, რაც ძალიან დაეტყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გზის პროექტირება 15 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები