26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტოტრანსპორტი მოძრაობა შეზღუდულია

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტოტრანსპორტი მოძრაობა შეზღუდულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, უსახელოს, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.
უწყების ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
26 მაისს, 05:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო კოტე აფხაზის, შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე – შეიზღუდება.
ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – რევაზ თაბუკაშვილისა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.
ზემოაღნიშნულ ქუჩებსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები