დღეს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

25 -28 მაისს, თბილისი წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია  25 მაისს, 13:00 საათზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ოთხი დღის განმავლობაში “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში ქართველი და უცხოელი ავტორების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალი 60-მდე გამომცემლობას და წიგნის მაღაზიას უმასპინძლებს, ბლოგერების კონკურსი და პრეზენტაციებიც იგეგმება.
წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუსქვეყანა ნორვეგიაა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ნორვეგიული ფონდი NORLA–Literature abroad-ის წარმომადგენელი დინა რომ-ჰანსენი და ოთხი ნორვეგიული მწერალი: როსკვა კორიცინსკი, სიგბიორნ მოსტუე, სიმენ ეკერნი და ნილს ჰენრიკ სმითი ეწვევიან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 1997 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ფესტივალი 28 მაისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები