დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი წარადგინა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალი კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება.
გარდა ამისა, კანონპროექტში განსაზღვრულია სახელმწიფო ორგანოების დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობის საკითხი.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისთვის უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტის შექმნა. გარდა ამისა, კანონპროექტი უბედური შემთხვევის პრევენციასაც მოიცავს.
ინიციატივის მიხედვით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება და ვალდებულია, რომ მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები.
სანქციების თაობაზე მსჯელობას პარლამენტი კანონპროექტის განხილვისას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები