მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 10: 00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში აღავლენს.
საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ილია მეორე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.
წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ.
დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია ასევე ფერეიდანში, ირანში, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმებისგან წამებული ქართველების (XVII-XVIII საუკუნეებში) ხსენებას აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები