საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო ღონისძიებები გაუქმდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
​”მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები