შატილში ერთ-ერთი კოშკის კედელი ჩამოინგრა

შატილში ნომერ მე-6 კოშკის დასავლეთ კედელი ჩამოინგრა.  ამის შესახებ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შატილის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულმა ამირან გოგოჭურმა განუცხადა. მისი თქმით, კოშკის დაზიანება უხვ ნალექს უკავშირდება.
„კოშკის საძირკველი დაზიანებული იყო. დასავლეთ კედელის ქვეშ ასევე გადიოდა წყალგაყვანილობა ,რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა“,- განაცხადა ამირან გოგოჭურმა.
ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად უკვე იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი. არქიტექტორ ნიკოლოზ ზაზუნიშვილის განცხადებით, კოშკის ხანდაზმულობის გამო დაზიანებული იყო და რეაბილიტაცია სჭირდებოდა.
„შატილის მეექვსე კოშკს ბოლო ადაპტაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა. წელს იგეგმება ამ კოშკების რეაბილიტაცია. ამჟამად ამ საკითხზე მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა ზაზუნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები