თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი სამშობლოში გადმოასვენეს

თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი საქართველოში გადმოასვენეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ის სასტიკად არის ნაწამები. მათი ინფორმაციით, თურქეთში მეზობელმა მამაკაცმა ქალბატონი გაიტაცა, სკამზე დააბა და აწამა. ახლობლების თქმით, წამების შემდეგ ბრალდებულმა ცხედარი გაძარცვა და პარკში მოათავსა. ეჭმიტანილი ცხედარს გადაგდებას აპირებდა. მოგვიანებით, გარდაცვლილის გოგონას ცხედარი მეზობლებმა იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის ელენე გოქაძე დღეს დილით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ, ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა ის სასტიკად აწამა. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი ნახეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები