საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილს სასახლეში არარეზიდენტი ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები რვა ქვეყნის- ალბანეთის, პაკისტანის, პორტუგალიის, ქუვეითის, მალტას, არგენტინის, ინდონეზიის, მონღოლეთის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არაფორმალურ გარემოში დიპლომატებთან – გენტი გაზელთან, საიდ ხანი მოჰმანდთან, პაულა ლეალ დე სილვასთან, ნავაფ აბდულაზიზ ალენეზთან, ნატაშა მელი დაუდეისთან, ჯულიან ლუის თეტამანტისთან, იუდი კრისნანდისტისთან, ლუვსან ბატულგასთან, ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები