გიორგი ალიბეგაშვილმა და ლია ჯახველაძემ არგენტინის ელჩს უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ არგენტინის ელჩს საქართველოში – ხუან ლუის ტეტამანტს უმასპინძლეს.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, მხარეებმა საქართველოსა და არგენტინას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კულტურული, ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი გავიდა. საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას თბილისის მერიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები