საკრებულოში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა

ევროპის დღეების ფარგლებში თბილისის საკრებულოში სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა
ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეებისთვის და მათი მოადგილეებისთვის თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში სემინარი -„ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად საქართველოს ვიცე – პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროპულ და ევროატლამტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს და საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
სემინარზე მონაწილეები სხვადასხვა ექსპერტისა და სამთავრობო წარმომადგენლისგან საქართველოს და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
ღონისძებაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს ფრაქცია“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის “ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები