გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ლიტვის ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.
მხარეებმა Twinning პროექტის -“საქართველოში ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება” შესახებ იმსჯელეს.
პროექტის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და სატყეო რესურსების მართვის სექტორში არსებული ლიტვური დაწესებულებები გამოცდილებას ქართულ მხარეს გაუზიარებენ.
პროექტის მიზანია სატყეო სექტორში არსებული არალეგალური საქმიანობის აღკვეთა საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით, მერქნული და არამერქნული ტყის პროდუქტების ლეგალური მოპოვებისა და ვაჭრობის ჩათვლით. პროექტი ორიენტირებულია სატყეო სექტორის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები