სოფიო ქაცარავა, დედოფალ ელისაბედის მასპინძლობით, საგანგებო მიღების ცერემონიალს დაესწრება

დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დაჯილდოებული საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, 24 მაისს, დედოფალ ელისაბედის მასპინძლობით, საგანგებო მიღების ცერემონიალს დაესწრება.
სოფიო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის ჯილდო 2017 წლის 3 ნოემბერს მიენიჭა იმ განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რაც მან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გასწია. ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა ასევე, საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები