კასპში ხვალ აქცია: ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე” გაიმართება
ხვალ 23 მაისს, 11:00 საათზე კასპის „ავერსის“ კლინიკაში სისხლის გადასხმის ინსტიტუტი იწვევს დონორის მსურველ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ გაიღებენ სისხლს.
აქციაში მონაწილეებისათვის იმავე დღეს გაიმართება აქცია უფასო სამედიცინო გამოკვლევებზე: “C” და “B” ჰეპატიტი, შიდსი, ათაშანგი, ჰემოგლობინი, სისხლის ჯგუფი, რეზუსი. ასევე ჩაუტარდებათ ექიმ – თერაპევტის უფასო კონსულტაცია.
მიიღეთ მონაწილეობა დონაციის აქციაში – „აჩუქე სიცოცხლე სხვას“.