ლევან დავითაშვილი: უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს. აღნიშნული კომენტარი მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მინისტრი ამ კუთხით გარკვეული რეგულაციის მომხრეა და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს შეჯერებული, თუმცა კონკრეტულად როგორ გაიწერება ეს კანონში, ეს საქმის იურიდიული ნაწილია.
საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია. თუმცა, დანელია არ აკონკრეტებს ინვესტიციის იმ მოცულობას, რომელიც შეიძლება არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები