ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება, ვიდრე ოთხოზორიას მკვლელი არ დაისჯება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე, ოჯახს ესტუმრა.
მინისტრმა გარდაცვლილის დედას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და დაჰპირდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ  დაისაჯოს.
„გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ეს არის უდიდესი ტრაგედია ოჯახისთვის და ამ საზარელმა დანაშაულმა მთელი საზოგადოება შეძრა. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა გიგას ოჯახის მიმართ. რთულია, რამით ანუგეშო მისი ოჯახის წევრები, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ დაისჯება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოლაპარაკებების ყველა ფორმატში”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის , 19 მაისს, 30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩაში, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რუსმა სამხედრომ მოკლა.
გიგა ოთხოზორიას ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები