ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორიას ახლობლებმა აქცია გამართეს

ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე, ე.წ. “საზღვართან” საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.
მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ენგურის ხიდთან ერთი წლის წინ მომხდარ ტრაგედიას აპროტესტებდნენ.
„ჩემი შვილის არც მკვლელობის მიზეზია სწორად დადგენილი და არც მკვლელია დასჯილი. მკვლელთან ერთად სამი პიროვნება იმყოფებოდა, რომლებზეც არანაირი საქმე არაა აღძრული“, – ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები