ალექსანდრე ჯეჯელავა: კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის, არც მოსამართლის ძმა

“კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის, არც მოსამართლის ძმა”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ჯეჯელავა ოთარ წოწორიას განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
“რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს, ურჩევნია, რომ რაღაც თავდაცვა მოიფიქროს და ამ შემთხვევაში, ეს არის თავდაცვის სტრატეგია. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონზე მაღლა არ დგას არავინ, არც მოსამართლის ძმა, არც მინისტრის ძმა და აბსოლუტურად არავინ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, მიუხედავად იმისა, ვის ნათესავზეა საუბარი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული. უწყების განმარტებით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა, ოთარ წოწორია ბათუმში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას დის საქმიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები