ბერაძე ფარცხალაძისა და მერიის გარიგების შესახებ: მიწის გადაცემა არ მომხდარა, კანონის სრული დაცვით, მიწის მონაცვლეობა მოხდა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და მერიას შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. გარიგების შედეგად, როგორც თორდია აცხადებს, ფარცხალაძეს საბურთალოს რაიონში მიწები გადაეცა. გენერალური აუდიტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რიმა ბერაძე არასწორს უწოდებს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, არა მიწების გადაცემა, არამედ კანონის სრული დაცვით, მიწის მონაცვლეობა მოხდა.
„ თბილისის საკრებულოს მიერ მოხდა, აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით, მხოლოდ მიწის მონაცვლეობა. ეს მონაცვლეობა კანონის სრული დაცვით მოხდა. რაც შეეხება განცხადებას, რომ თითქოსდა, ამ მიწის ნაკვეთზე საკრებულოს მიერ გაცემულია ნებართვა მშენებლობის თაობაზე, ეს ინფორმაცია არ არის სწორი, ასეთი ნებართვა თბილისის საკრებულოს არ გაუცია. ეს საკითხი გადაცემული აქვს სასამართლოს, მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.