7 თვითმმართველ ქალაქს შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეს

12 თვითმმართველი ქალაქიდან 7-ს შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეს. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პროექტი ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა და საბოლოო სახე არ მიუღია, თუმცა საკრებულოს დეპუტატი ინიციატივას ეთანხმება და იზიარებს.
​ბერაძის აზრით, ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა მნიშვნელოვანია და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯი სწორია.
​„12 თვითმმართველ ქალაქს ჰქონდა ეს სტატუსი. აღნიშნული პროექტის მიხედვით, 7 თვითმმართველ ქალაქს გაუუქმდება მერისა და გამგებლის სტატუსი და მათი გაერთიანება მოხდება. ეს არის პროექტი, მიმდინარეობს განხილვები ამ საკითხთან დაკავშირებით იმ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. მოსახლეობა ამასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამს. მე ვფიქრობ, ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა მნიშვნელოვანია და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯი მე სწორად მიმაჩნია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები