ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები: თორდიას მოვუწოდებთ, დროულად გამოაქვეყნოს დასკვნა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ პასუხობენ. შესაბამისი განცხადება მათ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ფარცხალაძის ინტერესების დამცველები მთავარ აუდიტორს მოუწოდებენ, დროულად გამოაქვეყნოს ფარცხალაძესთან დაკავშირებული ის დასკვნა, რომელზეც ბოლო პერიოდია, აქტიურად მიდის საუბარი. ადვოკატები აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მის შესწავლას პროკურატურაში მოითხოვენ.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბატონი ოთარ ფარცხალაძისადმი საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უძრავ ქონებას და მოვუწოდებთ მთავარ აუდიტორს, ამ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარ პერსონას, დროულად გამოაქვეყნოს ის დასკვნა, რომელზეც უკვე დღეებია, რაც მიდის საუბარი, თუმცა დასკვნა არ ქვეყნდება. საზოგადოებისგან ბატონ ოთარს არაფერი აქვს დასამალი და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, შეისწავლონ დასკვნა და საზოგადოებას ამცნონ სრული სიმართლე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბატონი თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, ბატონი ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისათვის“, -განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები