ქეთევან ციხელაშვილი კასპში, ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კასპში, ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა. მინისტრი სტუდენტებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა, ასევე ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე.
„მუზეუმებში დაცული ოკუპაციის გამოხატულების გარდა, დღეს ჩვენ გვაქვს ცოცხალი მანიფესტი ოკუპაციისა ამ ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, მავთულხლართების მიღმა. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული,” – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები