შვედეთში ლტოლვილთა 3 ბანაკს ცეცხლი გაუჩნდა

შვედეთში, ლტოლვილთა 3 ბანაკში გაჩენილი ხანძრის გამო, დაახლოებით 300 დევნილის ევაკუაცია განხორციელდა.
პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი ქალაქ ვეკშიოს, ბორისა და მალილეს ლტოლვილთა ბანაკებში გაჩნდა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ასევე უცნობია, დააკავეს თუ არა ბანაკების დაწვის ბრალდებით ვინმე.​
ქვეყანაში გაძლიერებულია ანტიმიგრანტული განწყობა და ლტოლვილთა ბანაკის დაწვის ფაქტიც ხშირად ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები