კიევი რუსეთს პოროშენკოს ვებგვერდზე თავდასხმაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია რუსეთს მის ვებგვერდზე ორგანიზებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, თავდასხმა ოფიციალური კიევის იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ მოხდა, რომლითაც პოროშენკომ რუსულ სოციალურ ქსელებს სანქციები დაუწესა.
პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დიმიტრო შიმკიევის განცხადებით, ისინი ხედავენ რუსეთის პასუხს პრეზიდენტის განკარგულებაზე რუსული სოციალური მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე.
“სიტუაციას ჩვენი IT- სპეციალისტები აკონტროლებენ და ვებგვერდის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება”, – განმარტა მან.
დღეს უკრაინამ რუსულ ინტერნეტ და მედიაკომპანიებს სანქციები დაუწესა. განახლებული დოკუმენტის მიხედვით, ჯამში, სანქციები დაუწესდა 1228 ფიზიკურ პირსა და 468 იურიდიულ პირს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები