ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში სახელმწიფო ტელევიზიის შენობას თავს დაესხნენ

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში, სახელმწიფო ტელევიზიის შენობას თავს დაესხნენ. როგორც პროვინციის გუბერნატორმა „როიტერს“ განუცხადა, შეიარაღებული მამაკაცები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებსა და თავდამსხმელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
უსაფრთხოების ძალებმა ოთხი თავდამსხმელიდან ორის ლიკვიდირება მოახდინეს, დაკავებულია კიდევ ერთი მათგანი.
ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 24 ადამიანი, რომლებიც უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები