პოლონეთი დევნილების მიღებაზე უარს ამბობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო, ევროკავშირის პროგრამით, დევნილთა განსახლებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ, მან ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე პრემიერმა ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.
ევროკომისარი მიგრაციის, შინაგან და სამოქალაქო საქმეთა საკითხებში დიმიტრიუს ავრამოპულოსი კი აცხადებს, რომ ევროკომისია ივნისში აპირებს პოლონეთს და უნგრეთს სანქციები დაუწესოს, თუკი ისინი ერთი თვის განმავლობაში არ მიიღებენ ლტოლვილებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის იტალიისა და საბერძნეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
2015 წლის სექტემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, თავის წევრ ქვეყნებში, დაახლოებით 120 000 ლტოლვილს მისცეს საცხოვრებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები