ნინო წილოსანის ინიციატივით, გურიის მოსახლეობამ სამედიცინო კვლევები უფასოდ გაიარა

ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარის, ნინო წილოსანის ინიციატივით და საჩხერის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით, გურიის მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაცია გაეწია და დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები უფასოდ ჩაუტარდა.
აქცია 14 მაისს, შეკვეთილში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა „დოსტაქარში“ ჩატარდა. სპეციალურად ამ აქციისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მიწვეულმა ექიმებმა მსურველებს გაუწიეს კონსულტაციები და ჩაუტარეს კვლევები კარდიოლოგიის, ონკოლოგიის და მამოლოგიის მიმართულებებით.
გურიის რეგიონიდან შეკვეთილამდე აქციის მონაწილეთა უფასო მგზავრობა და უკან დაბრუნება ნინო წილოსანის ბიურომ უზრუნველყო.
ტრანსპორტი გაემგზავრა: ლანჩხუთიდან, სუფსიდან, ძიმითიდან და ჩოხატაურიდან. დეპუტატის ინიციატივით ამჯერად 150-მა ადამიანმა ისარგებლა. დეპუტატის ბიურო მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.
„ამ ეტაპზე, გამოიკვეთა კონკრეტული მოთხოვნილებები და ასევე, ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომელთა გათვალისწინებითა და გადაჭრით, ჩვენ შევძლებთ, სამომავლოდ, ამ აქციებს უფრო მასშტაბური სახე მივცეთ,“ – დასძენს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები