“შსს-ში 40 ათასი ადამიანი მუშაობს და შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან”

“შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი მუშაობს და შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან სახლში”, – ასე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გუშინ, გვიან ღამით, ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან სახლში შსს-ს თანამშრომლების სტუმრობას.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული არ არის. ეს გამომძიებლების კომპეტენციაა და მათ უნდა ჰკითხოთ. თქვენ იმ ადამიანების კომენტარები ნახეთ, რომლებიც უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. მე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჩემი მხრიდან არაკომპეტენტური იქნება, რაიმე დამატებით ვისაუბრო. როგორც მინისტრის მოადგილე, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რასაც გამომძიებლები გვეუბნებიან, იმას მოუსმინეთ“,- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები