შსს-ს 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული

შს სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის ქვეყნებში.
„ორგანიზებული დანაშაული საქართველოში არის მინიმალურ დონეზე. ყველა შეფასებით, დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით, რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული არის მინიმალურ დონეზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ დღეს პარლამენტის ორ კომიტეტს რატიფიცირებისთვის საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმება წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები