ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში დეკორატიული ღობე მოეწყო

ზესტაფონში, სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დეკორატიული ღობის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
“ღობის საფასადე ნაწილი ნიჩბისის ბუნებრივი ქვითა და ორი პირი ქართული აგურით, ხოლო ღობის არასაფასადე ნაწილი ლითონის ბადით მოეწყო. გაკეთდა ლითონის დეკორატიული ღობე, დამონტაჟდა ალაყაფისა და კუტიკარის ლითონის მხატვრული კარები, დამუშავდა და შეიღება არსებული მოაჯირი”, -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა.
სამუშაოები შპს „იმედი დიდუბემ“ შეასრულა, რომლის ღირებულებაც 57 757 ლარია, გარანტია კი ხუთი წელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები