თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17 :00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, სადგერის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის, ახალციხელის და მეფე არჩილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლიპ ზურაბაშვილის, გარე კახეთის, დოესის, ცუცხვათის, აწყურის და ზინდისის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და საკანდელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, კაკაბაძის, სადმელის, ჩარგლის, მაღალაშვილის, სამოცდამეცამეტე, გამყრელიძის, ამირანაშვილის, ველისციხის, თიანეთის, სიხარულიძის და გარიყულის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ”თელასში” აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები