ლაშა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი გამოკითხვის პროცესი შეჩერდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა. თორდიას გამომძიებლები ოთხი საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კლინიკიდან ჯერ არ გამოსულან, შესაბამისად უცნობია, გაგრძელდება თუ არა გამოკითხვის პროცესი დღეს.
პროკურორები ალადაშვილის კლინიკაში დღეს დაახლოებით 11:00 საათისთვის მივიდნენ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკური შეურაცხყოფა 12 მაისს მიაყენეს. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები