ჭართალაში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.
სპეცრაზმის წარმომადგენლების ადგილზე ჩასვლა საპროტესტო აქციამ განაპირობა.
ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დამონტაჟებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟი მათ ჯანმრთელობის პრობლემებს შეუქმნის.
დღეს, დილიდან, ტექნიკამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
ადგილზე დილიდან მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომელთაც ცოტა ხნის წინ, დამატებით, პოლიცის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მათ მოსახლეობა მიმდინარე სამუშაოების მოშორებით გადაიყვანეს და მათ წინ ცოცხალი ჯაჭვი გაამაგრეს.
ამ დროისათვის, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები