სოფელ ბოლნისში სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის იუბილე აღინიშნა

13 მაისს, სოფელ ბოლნისში სომეხი მწერლის, ღაზაროს აღაიანის იუბილე აღინიშნა. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 177-ე იუბილე მისსავე სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა.
სოფელს, სადაც ღაზაროს აღაიანი დაიბადა, საპატიო სტუმრები ეწვივნენ და სომეხი მწერლის ცხოვრება და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოში სომხური მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები, გაზეთ ,,ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთი,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელი,  საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი  დავით შერაზადიშვილი.  მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.
ღაზაროს აღაიანი პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და სომხეთში ეწეოდა. ავტორია ლირიკული ლექსებისა, პოემებისა, საბავშვო ზღაპრებისა და რომანებისა.

ღაზაროს აღაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სოფელ ბოლნისში უკვე 20 წელზე მეტია მასშტაბურად აღინიშნება.
,,სოფელ ბოლნისში დღეს აღინიშნა სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის დაბადებიდან  177 წლის იუბილე. იგი იყო საზოგადო მოღვაწე, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე, სომხეთში მოღვაწეობდა. ღაზაროს აღაიანი არის მე-19 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, რომელიც შეიძლება შევადაროთ ქართულ საზოგადოებაში იაკობ გოგებაშვილს. ჩვენ ვაფასებთ მის ღვაწლს. ყოველწლიური იუბილეს აღნიშვნა  და მისი შემოქმედების გახსენება არის კარგი ტრადიცია ბოლნისში და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, –  განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,  დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები