მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, გამოძიება დაადგენს რეალობას და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
„გამოძიებით უნდა დადგინდეს რეალობა. კითხვებზე პასუხები სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გვექნება და ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, მსგავს საკითხებზე კომენტარები გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება
“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ. როგორც თორდია აცხადებს, მასზე თავდასხმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები