წინასწარი ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

წინასწარი ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები დაშავდნენ.
მუღლას პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, 20 დაღუპული და 11 დაშავებულია. ისინი ადგილობრივები არიან.
შემთხვევა მარმარისის რაიონში, მუღლა-ანტალიის ტრასაზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც მანქანა გადაბრუნდა.
მედიის ცნობით, მგზავრების უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, რომლებიც თურქეთის ქალაქ იზმირიდან მარმარისის კურორტზე მიემგზავრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები