“როდესაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხებს ვეხებით, უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს”

“როდესაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხებს ვეხებით, უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს“, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.
დავით რაქვიაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზე, რომ თითქოს, საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება საქართველოს პრეზიდენტს.
„შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება საქართველოს პრეზიდენტს. გვესმის, რომ ის არის დიდი წნეხის ქვეშ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელის ერთ-ერთი ავტორი თავად არის, არ სარგებლობს ერთგვაროვანი დამოკიდებულებით საზოგადოების მხრიდან. გავიმეორებ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას – როდესაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხებს ვეხებით, უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები