ნიუ-იორკში მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე ისაუბრეს

ნიუ-იორკში ვიზიტს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის Jigsaw-ს მმართველ დირექტორს, სკოტ კარპენტერს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ სფეროში, საქართველო თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია. განსაკუთრებული ყურადღება პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან დაპირისპირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა მსოფლიოში არსებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების ფონზე, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისა და ინფორმაციული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.
Jigsaw ამერიკული კორპორაციის Google-ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ნიუ-იორკშია ბაზირებული და გლობალური გამოწვევების დაძლევის ტექნოლოგიურ საშუალებებზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ექსტრემიზმისა და კიბერტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები