ლევან იზორია: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა და ამის ერთ-ერთი მაგალითი ტურისტების შემოდინების მზარდი სტატისტიკაა. ​
​როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს იძლევა, ასევე, ის საფრთხეები, რაც არსებობს დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით.
“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის საფრთხეები, რაც არსებობს დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით. ამის საფუძველს, ასევე, მაძლევს ის მზარდი პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს აქვს ტურიზმთან დაკავშირებით. წელს ჩვენ გაცილებით მეტ ტურისტს ველოდებით. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ როგორც ვიზიტორები, ისე ამ ქვეყნის მოქალაქეები თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ”, – განაცხადა იზორიამ.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო დაცული ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები