„კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე საშემოდგომო სესიამდე არ უნდა დადგეს“

„კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე საშემოდგომო სესიამდე არ უნდა დადგეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
​უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ შემჭიდროებულ ვადებში დიდი მოცულობის სამუშაოები ჩაატარა და სამსჯავროზე კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალი ტექსტი გამოიტანა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ პროექტში ბევრი ისეთი ნოვაციაა, რომლის ნაჩქარევად და დახვეწის გარეშე მიღება მომავალში ბევრ პრობლემას შექმნის.
„ჩემი შეთავაზებაა, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე არ დადგეს საშემოდგომო სესიამდე, იურიდიულ კომიტეტში მისი დახვეწის გარეშე. საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულ და კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ და სამართლიან საარჩევნო სისტემას, საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება კი 2020 წელს არჩეულ პარლამენტს მივანდოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები